← ყველა ვაკანსია

სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ

შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9; სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა; ** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და შესაბამის ელექტრონულ სისტემებში/პორტალზე ასახვა; ** სასწავლო ცხრილებთან, სასწავლო კურსებთან, სტუდენტებსა და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და განახლება; ** გამოცდების ორგანიზებისა და ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა; ** გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და სტუდენტებისა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის ინფორმირება; ** სასწავლო პროცესისა და გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და აღრიცხვა; ** სტუდენტებთან, აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან და უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); ** ინგლისური ენა (მინიმუმ B2). კომპეტენცია და უნარები: ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →