← ყველა ვაკანსია

მორიგე სანიტარი

წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი. "წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე სანიტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟვანიას ქ. N15 დასახელება: დეპარტამენტის/განყოფილების მორიგე სანიტარი სამუშო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (24 საათი) ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ გარემოს; ** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; ** ძირითადი ფუნქციები: ** პალატების, კაბინეტების, დერეფნების და სამუშაო სივრცეების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტების დაცვით; ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** სადეზინფექციო საშუალებებისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად გამოყენება და შენახვა; ** ინფექციის პრევენციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** არანაკლებ სრული ზოგადი განათლება ** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გამართული კომუნიკაციის უნარი; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@mikhailovi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — "სანიტარი" ან დარეკოთ ნომერზე: 599373456

განაცხადის გაგზავნა →