← ყველა ვაკანსია

მორიგე ექთნის დამხმარე

წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიულ ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი. "წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის დამხმარის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, გივი ჟვანიას ქ. N15 დასახელება: მორიგე ექთნის დამხმარე სამუშო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (24 საათი) ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ გარემოს; ** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; ** უსაფრთხო სამუშაო გარემოს; ** პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას; ძირითადი ფუნქციები: ** პაციენტთა საექთნო პროცესებში მონაწილეობა; ** არსებული ასეპტიკა-ანტისეპტიკის ნორმების დაცვა; ** პაციენტის ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა; ** ექთნის დახმარება სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის დროს; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საექთნო მიმართულებით შესაბამისი პროფესიული განათლება; ** მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საჭიროების შესაბამისად; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გამართული კომუნიკაციის უნარი; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@mikhailovi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — "ექთანის დამხმარე" ან დარეკოთ ნომერზე: 599373456

განაცხადის გაგზავნა →