← ყველა ვაკანსია

მორიგე ექთანი

წმ. მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი. "წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟვანიას ქ. N15 დასახელება: დეპარტამენტის/განყოფილების მორიგე ექთანი სამუშაო საათები: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (24 საათი) ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ გარემოს; ** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; ** უსაფრთხო სამუშაო გარემოს; ** პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას; ფუნქცია-მოვალეობები: ** ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება; ** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგი და საჭირო მანიპულაციების /პროცედურების ჩატარება; ** პაციენტის მოვლა, ჰიგიენური ღონისძიებების გატარება; ** საექთნო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება; ** ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საექთნო მიმართულებით შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლება; ** მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საჭიროების შესაბამისად; ** საექთნო საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება — სასურველია; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და ემპათია; ** ორგანიზებულობა და სისხარტე; ** კეთილსინდისიერება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@mikhailovi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — "ექთანი" ან დარეკოთ ნომერზე: 599373456

განაცხადის გაგზავნა →