მიღების სპეციალისტი
ორი ნაბიჯი
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მიღების სპეციალისტი.
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00 დასვენება 2 დღე
** სამუშაო ადგილი: გეზი, სოფელი გამარჯვება
** ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში შემოსული საქონლის ჩამოცლა სატვირთო ავტომანქანიდან და განთავსება საწყობში განსაზღვრულ სივრცეში;
** საწყობში ანონსის მიხედვით პროდუქციის მიღების კონტროლი;
** პროდუქციის მდგომარეობის, ვადების, ანოტაციისა და შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება;
** მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი გადამოწმება და ფაქტობრივი რაოდენობის პროგრამაში ასახვა;
** პროდუქციის ვადებისა და შესაბამისი ოპერაციებისთვის მონაცემების სისტემაში ასახვა;
** პალეტის შესაბამისი რაოდენობების მიღება პროგრამაში;
** მიღების პროცესში გამოვლენილი დაზიანებების, ვადის დარღვევების და სხვა ხარვეზების შესახებ შესაბამისი პირების ინფორმირება;
** მიღების პროცესში არსებული რაოდენობრივი გადახრების პროგრამაში ასახვა;
** მიღების პროცესში პროდუქციის გადაადგილებისა და განთავსების კონტროლი;
** მიღების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოებაში ჩართულობა;
** საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში, პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** მომწოდებლებისთვის გასატანი ყუთებისა და პალეტების აღრიცხვა და მონიტორინგი;
** სამუშაოს დასრულებისას სასაწყობე ტექნიკის შესაბამის სივრცეში გადაყვანისა და დამუხტვის კონტროლი;
** სასაწყობე ტექნიკის გამართულობის კონტროლი და ტექნიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საწყობებიდან შესაბამისი რაოდენობით პროდუქციის გადმოტანა;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** საწყობის ტერიტორიაზე ინდივიდუალურად მინიჭებული დაცვის საშუალებების გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება
** საწყობში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/YHiy5HJ