← ყველა ვაკანსია

ჰოსტესი

იაკობის ეზო

რესტორანი "Iakobis Ezo ©" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე. ფუნქცია მოვალეობები: ** სტუმრის მიღება სივრცეში და დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება; ** ცხელ-ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება; ** ინფორმაციის მიწოდება პროგრამასთან, მენიუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით; ** ჯავშნების მიღება; ** ჯავშნების კალენდრის რეგულარული წარმოება; ** თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე; ** შეინარჩუნოს სივრცე სუფთა და ორგანიზებულ მდგომარეობაში ნებისმიერ დროს; ** საჭიროებიდან გამომდინარე, სტუმრებისათვის სივრცეებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები: ** ინგლისური ენის ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); ** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას. ანაზღაურება 1100 ლარი სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12 დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599137727. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება რესტორანი "იაკობის ეზო". გაცნობებთ, რომ რესტორანი "იაკობის ეზოს "-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

განაცხადის გაგზავნა →