თბილისის ციფრული გაყიდვების ჯგუფის უფროსი
Real Palace Development
"Real Palace" აცხადებს ვაკანსიას თბილისის ციფრული გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი 10:00 - 14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + თითოეული გაყიდული ბინიდან ყოველთვიური ბონუსი.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
** დაინტერესებულ/პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია ციფრული არხების საშუალებებით. (CRM-ის საშუალებით)
** მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების დროულად მომზადება და მიწოდება მომხმარებელზე.
** ამავე საჭიროებების შესაბამისად, მარკეტინგის გუნდთან მოთხოვნების გაგზავნა.
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი და პერიოდული გაზიარება გუნდთან.
** პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზების წარმოება და პერიოდულად გადახედვა ხელახალი დაკონტაქტების მიზნით.
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** AI ასისტენტის მონიტორინგი და მისი დახვეწა-გაუმჯობესება შესაბამისი და არსებული ფუნქციის საშუალებით.
** მხარდაჭერის გუნდთან კომუნიკაცია და ცვლილებების დროულად ასახვის უზრუნველყოფა.
** ყოველთვიური ერთობლივი დასახული გეგმის შესრულება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ყველა სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@realpalace.ge.