სარემონტო პროექტების მენეჯერი
ამბრელა ჯგუფი
კომპანია ამბრელა ჯგუფი ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და საქმისადმი პროფესიონალურად განწყობილ ადამიანს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას მიმდინარე სარემონტო ობიექტების მართვასა და სამუშაო პროცესის კონტროლზე.
სარემონტო პროექტების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე სარემონტო ობიექტების რეგულარული მონახულება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
** სამუშაოების თანმიმდევრობის დაგეგმვა და პროცესების სწორად ორგანიზება;
** ხელოსნებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება;
** სამუშაოების ვადების კონტროლი და დროის ეფექტურად განაწილება;
** პრობლემების დროულად აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
** მასალებისა და სამუშაოების საჭიროებების დროული განსაზღვრა;
** დამკვეთთან და გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის აღება სამუშაოების ხარისხიანად და შეთანხმებულ ვადებში შესრულებაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** სარემონტო სამუშაოების პროცესის ცოდნა;
** ორგანიზებისა და მენეჯმენტის უნარი;
** დროის სწორად დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** მომთხოვნი და პრინციპული დამოკიდებულება სამუშაოს ხარისხის მიმართ;
** პასუხისმგებლობა, დისციპლინა და პროფესიონალიზმი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 2 000 ლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:30
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV info@umbrella-group.ge და მოკლედ მოგვწერეთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ.
თუ გესმით სარემონტო პროცესები, შეგიძლიათ სამუშაოების ორგანიზება და მზად ხართ აიღოთ პასუხისმგებლობა შედეგზე, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით.
info@umbrella-group.ge
http://www.umbrella-group.ge
თბილისი, სოფელი დიღომი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩა №13 (სამოქალაქო სასამართლოსთან).