← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

Enocork

გაინტერესებს ღვინის ინდუსტრია, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს გაყიდვების სფეროში განვითარება? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა! "Enocork" — საერთაშორისო კომპანიათა ჯგუფის წევრი, მზარდი კომპანია, რომელიც საქართველოს მეღვინეობის სექტორს აწვდის ღვინის საცობებს, კასრებსა და სხვა სპეციალიზებულ პროდუქციას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ორ პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები ** ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარება; ** მეღვინეობებთან შეხვედრების ორგანიზება და პროდუქციის შეთავაზება; ** გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგების გაუმჯობესება; ** ხელშეკრულებების, შეკვეთებისა და გადახდების კონტროლი; ** კლიენტთა ბაზის წარმოება და შიდა გუნდთან კოორდინაცია; ** კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტები (თვეში მინიმუმ ორჯერ). საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება (სასურველია მეღვინეობის მიმართულებით); ** ღვინის წარმოების პროცესების ცოდნა; ** ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საშუალო დონეზე B2 ცოდნა; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების კარგი უნარები; ** MS Office-ის საბაზისო ცოდნა; ** პირადი ავტომობილის ქონა; ** პასუხისმგებლობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ** უპირატესობა მიენიჭებათ მეღვინეობის ან გაყიდვების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს, თუმცა სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. რას გთავაზობთ? ** საერთაშორისო ბიზნესგარემოში მუშაობის შესაძლებლობას; ** მეღვინეობის ინდუსტრიის პროფესიონალებთან თანამშრომლობას; ** პროფესიული ცოდნისა და გაყიდვების უნარების განვითარების შესაძლებლობას; ** რეგიონული სამუშაო ვიზიტების საწვავის ხარჯების ანაზღაურებას. განაცხადის გაგზავნა დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marinatarn@gmail.com თემის ველში მიუთითეთ: Sales Manager - Enocork.

განაცხადის გაგზავნა →