← ყველა ვაკანსია

მერჩენდაიზერი/პრესეილერი

Green and Purple Georgia

"Green & Purple Georgia" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის/პრესეილერის პოზიციაზე. ანაზღაურება: 1, 000 ლარი ფიქსირებული + 400-500 ლარამდე ბონუსი (NET) სამუშაო ადგილი: თბილისი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 გაიცანი ჩვენი ბრენდები! გინდა შენი ყოველდღიური საქმე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების განვითარებას დაუკავშირო? "Green & Purple Georgia" არის მზარდი FMCG სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: ** Del Monte — მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, მრავალწლიანი ისტორიით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხილის წვენებს, გამაგრილებელ სასმელებსა და ხილის პროდუქტებს. Instagram: https://www.instagram.com/delmonte_georgia/ ** Grüne Kraft — გერმანული საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და ეფექტურობაზე. Instagram: https://www.instagram.com/grunekraftgeo/ ჩვენი მიზანია, ეს ბრენდები კიდევ უფრო მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ და მაღაზიებში მათი საუკეთესო წარმოდგენა უზრუნველვყოთ. ახლა კი ვეძებთ ახალ თანაგუნდელს — შეიძლება სწორედ შენ! რას გააკეთებ? ეს არ არის მხოლოდ თაროების მოწესრიგება! შენ გექნება საკუთარი სავაჭრო ობიექტები და შესაძლებლობა, რეალურად იმოქმედო ბრენდების განვითარებასა და გაყიდვებზე. ** მოინახულებ მაღაზიებს წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით; ** გააკონტროლებ პროდუქციის მარაგებს და გააფორმებ შეკვეთებს; ** იზრუნებ, რომ ჩვენი ბრენდები თაროებზე კარგად ჩანდეს; ** შეამოწმებ ფასებს, აქციებსა და ვარგისიანობის ვადებს; ** ითანამშრომლებ მაღაზიების გუნდებთან; ** მოიძიებ დამატებითი განთავსებისა და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობებს; ** გაგვიზიარებ მოკლე ფოტორეპორტს შესრულებული სამუშაოს შესახებ. შენ ჩვენი ადამიანი ხარ, თუ: ** გიყვარს აქტიური სამუშაო და არ გინდა მთელი დღე ოფისში ჯდომა; ** ადამიანებთან კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა; ** ხარ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და ინიციატივიანი; ** შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა; ** თავისუფლად იყენებ სმარტფონს; ** გინდა ისწავლო, განვითარდე და შენი შრომის შედეგი დაინახო. გამოცდილება არ გაქვს? No worries! მთავარია მონდომება — სამუშაო პროცესს გასწავლით. მერჩენდაიზინგის ან გაყიდვების გამოცდილება და საკუთარი ავტომობილის ქონა დამატებითი უპირატესობაა. რას მიიღებ ჩვენგან? ** 1, 000 ლარი ფიქსირებული ხელფასი (ხელზე); ** 400-500 ლარამდე ყოველთვიური ბონუსი (ხელზე), შედეგების მიხედვით; ** ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება შეთანხმებული პირობებით; ** წინასწარ დაგეგმილი სამუშაო მარშრუტები; ** მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება; ** სწავლისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** გუნდი, სადაც შენს იდეებსა და ინიციატივას მნიშვნელობა აქვს. როგორ შემოგვიერთდე? CV არ გაქვს? არანაირი პრობლემა! შეავსე მოკლე ონლაინ განაცხადი და გაგვეცანი. ** CV სავალდებულო არ არის ** გამოცდილება აუცილებელი არ არის ** განაცხადის შევსება ტელეფონიდანაც შეგიძლია შეავსე განაცხადი აქ: https://jobs.eco.com.ge/ თუ CV უკვე გაქვს, შეგიძლია გამოგვიგზავნო ელფოსტაზე: hello@eco.com.ge წერილის სათაურში მიუთითე: მერჩენდაიზერი/პრესელერი შემოიტანე შენი ენერგია ჩვენს გუნდში და განავითარე ჩვენთან ერთად საერთაშორისო ბრენდები!

განაცხადის გაგზავნა →