მზარეული
რესტორანი ვოი სამზარეულო
რესტორანი "ვოის სამზარეულო" ეძებს ადამიანს, რომელსაც უყვარს კულინარია და სურს ისწავლოს, განვითარდეს და პრაქტიკული გამოცდილება მიიღოს.
თუ გინდა, გაიუმჯობესო შენი უნარები და იმუშაო მეგობრულ გარემოში, მოხარული ვიქნებით, ჩვენი გუნდის წევრი გახდე! გამოცდილება აუცილებელი არ არის - ჩვენთვის მთავარია შენი მონდომება, პასუხისმგებლობა და სწავლის სურვილი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №29;
** სამუშაო გრაფიკი: 14:00-23:00;
** დღეები შეთანხმებით.
რას გააკეთებ:
** მოამზადებ მენიუთი გათვალისწინებულ კერძებს;
** იზრუნებ კერძების ხარისხსა და გემოზე;
** იზრუნებ სამუშაო სივრცის სისუფთავესა და ჰიგიენაზე;
** ითანამშრომლებ გუნდთან და ჩაერთვები სამზარეულოს ყოველდღიურ პროცესებში.
თუ კულინარიის სფეროში განვითარება გინდა და მზად ხარ ისწავლო, სიამოვნებით გაგიცნობთ!
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე და მოკლედ გაგვიზიარე ინფორმაცია შენს შესახებ.
voicuisine1@gmail.com