← ყველა ვაკანსია

ცენტრალური საწყობის მენეჯერი

ვაკო მოტორსი · მცხეთა

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი ცენტრალური საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. ვინ ვართ ჩვენჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ. ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს. თქვენ გთავაზობთპროფესიული განვითარების ხელშეწყობას;ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია „არდიში“;ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;კორპორატიულ ღონისძიებებს;ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე. თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნებასაწყობის პერსონალის დაგეგმვადაქვემდებარებულ თანამშრომლებში შესრულების კონტროლიპერსონალის დისციპლინა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაშრომის უსაფრთხოების წესების დაცვაფილიალის საწყობების მარაგების კონტროლი და მართვამიღებული საქონლის დროული აღწერა, შეცდომებზე დროული რეაგირება და გამოსწორება.შიდა გადაზიდვების ყოველდღიური კონტროლი (FINA-ში საწყობებს შორის შეკვეთების მონიტორინგი ყველა ფილიალში)მომხმარებლის ინვოისის და სერვისის მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე საწყობიდან საქონლის სწორად გაცემაექვს თვეში ერთხელ საწყობის სრული აღწერის ორგანიზებასაწყობში მიღებული საქონლის პროგრამული უზრუნველყოფა (ნაშთების ამოღება, საწყობებს შორის გადანაწილება)საწყობში არსებული საქონლის თაროზე სწორად განლაგების კონტროლი და პროგრამული უზრუნველყოფასაბურავის მიღების შემთხვევაში, დამხმარე ჯგუფთან კომუნიკაცია, კონტეინერის დროული დაცლის უზრუნველსაყოფად კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთსასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ლოჯისტიკის მიმართულებით; სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;სასურველია საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;დეტალებზე ორიენტირებული;ოპერატიული;გუნდურად მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები:სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენებასამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge ან დაგვირეკეთ: +995 596 49 75 75 . სათაურის ველში მიუთითეთ: საწყობის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება. კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.გისურვებთ წარმატებას

განაცხადის გაგზავნა →