აღრიცხვის სპეციალისტი
MUK TBILISI · თბილისი
MUK TBILISI აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე აღრიცხვის სპეციალისტი
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით);სამუშაო გამოცდილება აუდიტორის ასისტენტის, მთავარი ბუღალტრის, მთავარი ბუღალტრის მოადგილის, ბუღალტერიის დეპარტამენტის სპეციალისტის ან ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე;„1C:8“-ის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;MS Office-ის თავდაჯერებული მომხმარებელი;მართვითი ანგარიშგების მომზადებისა და კონსოლიდაციის გამოცდილება;DipIFR-ის კვალიფიკაცია ან მსგავსი სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;ინგლისური ენის ცოდნა საშუალოზე მაღალ (Upper-Intermediate) დონეზე;ბუღალტრული აღრიცხვის (ეროვნული სტანდარტები, IFRS), საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლიანი ცოდნა;ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში, ეროვნული სტანდარტებისა (NAS) და საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, კონსოლიდირებულის) მომზადებისა და წაკითხვის უნარი;მართვითი აღრიცხვის სისტემაში არასწორი მონაცემების გამომწვევი მიზეზების მოძიებისა და აღმოფხვრის უნარი;დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზისა და მოთხოვნის შესაბამისად ანგარიშების მომზადების უნარი.
მოვალეობები:
მართვითი ანგარიშგების პაკეტის ყოველთვიურ, დროულ მომზადებაში მონაწილეობა;კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის დაცვის მონიტორინგი;ხელმძღვანელობის მოთხოვნით, კომპანიის საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების გამოთვლა;სხვა დეპარტამენტებთან (მათ შორის, საერთაშორისო განყოფილებებთან) ურთიერთქმედება მართვითი აღრიცხვის საკითხებზე.
პიროვნული თვისებები:
კომუნიკაციის კარგი უნარი;პასუხისმგებლობის გრძნობა;მაღალი თვითორგანიზებულობა;კეთილსინდისიერება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@muk.group