← ყველა ვაკანსია

წარმოების დირექტორი

სანდომი · ოზურგეთი

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების დირექტორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები:სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)ანაზღაურება: შეთანხმებითადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ.მაკვანეთი. ფუნქცია/მოვალეობები:საწარმოო პროცესების სრული ოპერაციული მართვა და ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი ორგანიზება;დადგენილი პროცედურების, შიდა რეგლამენტებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და სისტემური კონტროლი;წარმოების სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი; საწარმოო გეგმების, გრაფიკებისა და დაგეგმილი მოცულობების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა;მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების შეფასება, ეფექტიანობის ზრდა და ოპტიმიზაციის ინიცირება;საწარმოო დოკუმენტაციის მართვა, პროცესების გაუმჯობესების მიზნით - შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და დანერგვა;ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის მარაგების ეფექტიანი დაგეგმვა და კონტროლი;ინვენტარიზაციის პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;სურსათის უვნებლობის, ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის მკაცრი დაცვა და შესაბამისობის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით);ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; საკვების წარმოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;საოფისე პროგრამების (MS Office) ეფექტურად გამოყენების უნარი;ორგანიზაციული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებული უნარი. პროფესიული და პიროვნული კომპეტენციებიგანვითარებული ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები, გუნდის მოტივაციისა და ეფექტური მართვის გამოცდილებით;სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზების ძლიერი უნარი, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობით;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის კონტროლის უნარი;ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი, როგორც შიდა გუნდთან, ისე გარე პარტნიორებთან;შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და სწრაფად ცვალებად/სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი. ჩვენ გთავაზობთ:განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას;მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xsmdN8gd

განაცხადის გაგზავნა →