ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
არქ-კონი · თბილისი
კომპანია „არქ-კონი“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ჩანტლაძის ქ. #11გ.
სამუშაო განაკვეთი: სრული; (ორშაბათი-შაბათის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე)
ძირითადი მოვალეობები:
სამშენებლო პროექტების მიხედვით ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, მოცულობების დათვლა და BOQ-ის დეტალური დამუშავება;პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა;სამუშაოების შესრულების გრაფიკის მომზადება BOQ-ის საფუძველზე;სამუშაოებისა და მასალების საბაზრო ფასების კვლევა, განფასებების მომზადება და ოპტიმიზაცია;სატენდერო პაკეტების მომზადება, შემოსული წინადადებების შედარებითი ანალიზი და შეფასება;მიმდინარე დანახარჯების კონტროლი, ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანალიზი;შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ასახვა;შესრულებული სამშენებლო სამუშაოების აქტის (ფორმა №2) მიხედვით ჩამოწერის აქტის მომზადება;მშენებლობის პროცესში მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან;ცვლილებების ხარჯთაღრიცხვის მომზადება და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;ტექნიკურ, არქიტექტურულ და საინჟინრო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, ფინანსური ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით);მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა (საფასადე სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);კომპიუტერული პროგრამების (MS Word & Excel, MS Project) ცოდნა;AutoCad/ ArchiCad (ნახაზების/პროექტების წაკითხვის დონეზე);ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტური მართვის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;კორპორატიული ნომერი (ულიმიტო სასაუბრო წუთები)კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;მეგობრულ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ფიქსირებული ანაზღაურება (Net): 2000 – 2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად).
როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?
თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე k.orvelashvili@arch-con.ge-ზე
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!