სამედიცინო წარმომადგენელი
ავიტაფარმა · თბილისი, რუსთავი
ფარმაცევტული კომპანია ავიტაფარმა აცხადებს ვაკანსიას: სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე - თბილისში, რუსთავში
მზარდი ანაზღაურებით და სამედიცინო დაზღვევით
მოვალეობები:
კლინიკებში გეგმიური ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია;სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა ან მონაწილეობა;შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მოხსენება.
გვაქვს შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები:
სამედიცინო განათლება;საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარები - წარმომადგენელი უნდა იყოს/შეეძლოს:
პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული;ორგანიზებული;შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობა;შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია;სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან შეგუება.
კომპანიის თანამშრომლებს ვთავაზობთ საწყის 1200-1400 და მზარდ ანაზღაურებას + ბონუსები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@avita.ge
საგნის ველში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ, რომელ ობიექტზე აგზავნით განაცხადს მაგ: სამედიცინო წარმომადგენელი თბილისში/რუსთავში.