← ყველა ვაკანსია

საღუმელე საამქროს ოპერატორი

Basalt Fibers · რუსთავი

დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობა რუსთავში! გახდი საერთაშორისო ინდუსტრიული ჰოლდინგის გუნდის წევრი! „ბაზალტ ფაიბერსი“ არის გერმანული ჰოლდინგის მაღალტექნოლოგიური საწარმო საქართველოში, რომელიც ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოსგან ქმნის ინოვაციურ პროდუქციას მსოფლიო ბაზრისთვის. ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომლებს საღუმელე საამქროს ოპერატორის პოზიციაზე! რას გთავაზობთ? ანაზღაურების სტაბილური და ეტაპობრივი ზრდა:1-ლი თვე (სწავლების პერიოდი): 1300 ლარი;კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად (4-5 თვეში): 1,800 – 2,000+ ლარამდე (ხელზე ასაღები/Neto).მოქნილი გრაფიკი: თვეში მხოლოდ 15 სამუშაო ცვლა (კვირაში 3-4 დღე) — დანარჩენი დრო სრულიად თავისუფალია!სრული კომფორტი: უფასო ტრანსპორტირება რუსთავსა და მის შემოგარენში.ჯანმრთელობის დაზღვევა: კერძო სადაზღვევო პაკეტი.პროფესიული განვითარება: გამოცდილება არ მოითხოვება — საქმეს სრულყოფილად შეგასწავლიან ჩვენი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპეციალისტები! ძირითადი მოვალეობები: ბაზალტის ძაფის გამოწელვისა და მიღების ტექნოლოგიური პროცესის მართვა/მონიტორინგი.საწარმოო ხაზისა და დანადგარების გამართული მუშაობის მეთვალყურეობა.შრომის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა. მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.შრომისმოყვარეობა და ახალი უნარების ათვისების სურვილი. სამუშაო ადგილი: რუსთავი დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995555199339 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: ekaterine.tabatadze@basalt-fibers.com

განაცხადის გაგზავნა →