← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

ქორთიარდ კოლექშენ · თბილისი

ოდა ქორთიარდ კოლექშენი (Oda Courtyard Collection) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი ანაზღაურება: 2000 - 3000 ლარი NET (ხელზე ასაღები) — განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-დან 19:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო ფორმატი: მხოლოდ ოფისიდან (ადგილზე). დისტანციური ან ჰიბრიდული მუშაობის ფორმატი არ განიხილება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ბუღალტრული ოპერაციები: ბუღალტრული გატარებების შესრულება, მონიტორინგი და ანგარიშების დახურვა;ფინანსური მართვა: საბანკო ოპერაციების წარმოება, გადარიცხვების მართვა, მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა;აქტივებისა და ხარჯების კონტროლი: ხარჯების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (ცვეთის დარიცხვა და დამუშავება);საგადასახადო და დოკუმენტალური უზრუნველყოფა: ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების (ა.ფ.) ატვირთვა/კონტროლი RS.ge-ზე; ხელფასების დარიცხვა;სპეციფიკური ოპერაციები: იმპორტის ოპერაციების სრული აღრიცხვა და შესაბამისი გატარებები;ანგარიშგება და დეკლარირება: ფინანსური ანგარიშგების შედგენა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობა;სხვა დავალებები: მთავარი ბუღალტრის მიერ განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);გამოცდილება: მინიმუმ 1–2 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის სფეროში;პროგრამული უზრუნველყოფა: საბუღალტრო პროგრამებში ORIS 5 / ORIS 7 მუშაობის გამოცდილება და Microsoft Office-ის (Word, Excel) მაღალ დონეზე ფლობა;საკანონმდებლო ბაზა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების კარგი ცოდნა;სერტიფიკატები: ACCA-ის პირველი დონის ფლობა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. პიროვნული კომპეტენციები და უნარები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;ორგანიზებულობა, დისციპლინა, თავდადება და დროის სწორი მართვა;რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად (Multitasking) და წინასწარ გაწერილ ვადებში (Deadline) მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: 2000 - 3000 ლარი NET (კვალიფიკაციის შესაბამისად);სტაბილურ, მზარდ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;გუნდს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და განვითარებაზე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@oda.life და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — „ბუღალტერი“.

განაცხადის გაგზავნა →