BMW Motorrad-ის გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
GT Motors · თბილისი
კომპანია "ჯი-თი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/Mini-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას BMW Motorrad-ის გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი და ყოველი მეორე შაბათი - 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლების (ლიდების) კმაყოფილებაზე ზრუნვა. მოტოციკლეტებზე ინფორმაციის მიწოდება, წარდგენა;შოურუმისა და პროდუქციის, ასევე სთოქისა და ტესტ-დრაივის მოტოციკლეტების მოწესრიგების უზრუნველყოფა და კონტროლი;გაყიდვის პროცესში შიდა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და პროცესის დაგეგმვა;მოტორადის ღონისძებების დაგეგმვასა და მენეჯმენტში მონაწილეობა;კლიენტებისა და მოტოციკლეტების შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა და მონაცემების სისწორის კონტროლი;გაყიდვების მენეჯერის დახმარება მოტოციკლეტების გაყიდვის პროცესში;შოურუმში და ონლაინ პორტალებზე ინფორმაციის განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული :
მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;A კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად;რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;ეფექტიანი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა;ანალიტიკური აზროვნების უნარი;მონაცემების დამუშავების უნარი;Microsoft Office სამუშაო დონეზე ცოდნა;ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/7SpLKDKb