ადმინისტრატორი
არქი · თბილისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ ადმინისტრატორს
მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
სტუმრების, მომხმარებლების დახვედრა და გადამისამართება (საჭიროების შემთხვევაში, ყავით და ჩაით გამასპინძლება);მომხმარებლების პროგრამულად დარეგისტრირება;შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება;კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების ოთახების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, დასკანირება და ა.შ.);საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მარაგების კონტროლი;ფულადი შენატანების/გასავლების პროგრამულად აღრიცხვა;ყოველდღიური საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები), 6 თვის შემდეგ 1100 ლარი (ხელზე ასაღები).
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.