ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი · ბათუმი
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დარიცხული (Gross) საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შესაბამისად
ძირითადი სამუშაო მოვალეობებია:
სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან;კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში;კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით;გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;
ჩვენი მოთხოვნებია:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით;სასურველია უცხო ენის ცოდნა;სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს;ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას;სწრაფ პროფესიულ ზრდას;საინტერესო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს;პირად სამუშაო ინვენტარს;კორპორაციულ ტელეფონის ნომერს;სამგზავრო ბარათს;
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/SRiW4C2d