← ყველა ვაკანსია

სოც. მედიის კონტენტ კრეატორი

ამბასადორი თრეველი

ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას სოც. მედიის კონტენტ კრეატორის პოზიციაზე. სავალდებულო მოთხოვნები: ** კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვის ვადით); ** სოციალური მედიის პლატფორმებისა და ციფრული კონტენტის თანამედროვე ტენდენციების ცოდნა; ** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული უნარები; ** კრეატიული აზროვნება, განვითარებული ვიზუალური გემოვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დამოუკიდებლად მუშაობის, დროის მართვისა და რამდენიმე პროექტის პარალელურად წარმართვის უნარი; ** პორტფოლიოს წარმოდგენის შესაძლებლობა. უპირატესობად ჩაითვლება; ** ტურიზმის ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** კონტენტის ეფექტიანობის მაჩვენებლების ანალიზის ცოდნა; ** კამერის წინ მუშაობისა და ვიდეოკონტენტში მონაწილეობის სურვილი. ფუნქცია-მოვალეობები: ** სოციალური მედიისთვის კრეატიული იდეებისა და კონტენტ სტრატეგიის შემუშავება; ** ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, დამუშავება და მონტაჟი სცენარისა და ბრენდის მოთხოვნების შესაბამისად; ** აუდიო მასალის სინქრონიზაცია და ხმის დამუშავება; ** სპეციალური ეფექტებისა და გრაფიკული ელემენტების დამატება; ** ფერების კორე ვიზუალური ხარისხის გაუმჯობესება; ** Reels-ის, Stories-ისა და სხვა ციფრული ფორმატების შექმნა; ** ტურისტული მიმართულებების, სასტუმროების, ტურებისა და სამოგზაურო გამოცდილების მიმზიდველად წარმოჩენა; ** Instagram-ის, Facebook-ისა და TikTok-ისთვის კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება; ** აქტუალური ტრენდების მოძიება და მათი ბრენდის სტილზე მორგება; ** კონტენტკალენდარის მართვა და გამოქვეყნების გრაფიკის დაცვა; ** გამოქვეყნებული კონტენტის შედეგების ანალიზი და მათი გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების შეთავაზება; ** პროექტის დროულად დასრულება და გუნდის სხვა წევრებთან აქტიური კომუნიკაცია. პიროვნული მახასიათებლები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი; ** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა; ** კომუნიკაბელურობა; ** შრომისუნარიანობა/სისხარტე; ** კრეატიულობა. კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს: ** სასიამოვნო და საინტერესო გარემოს; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსური სისტემა; ** კვებას დღეში ერთხელ; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელ.ფოსტაზე: info@ambassadori.travel შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →