← ყველა ვაკანსია

სამოქალაქო სამართლის იურისტი უძრავი ქონების მიმართულებით

არქიტექტონი

"არქიტექტონი" აცხადებს ვაკანსიას სამოქალაქო სამართლის იურისტის პოზიციაზე, უძრავი ქონების მიმართულებით. ვეძებთ იურისტს, რომელიც იმუშავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კერძოსამართლებრივ საკითხებზე — ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებიდან და გარიგებების მომზადებიდან, საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხებისა და დავების მართვამდე. ძირითადი მოვალეობები: ** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა და კლიენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; ** უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლა და შეფასება, მათ შორის საკუთრების უფლების, თანამესაკუთრეობის, რეგისტრირებული ვალდებულებების, იპოთეკის, ყადაღის, სერვიტუტისა და სხვა უფლებრივი შეზღუდვების ანალიზი; ** უძრავი ქონების შეძენამდე ან გასხვისებამდე სამართლებრივი კვლევის (Legal Due Diligence) განხორციელება და სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება; ** ნასყიდობის, წინარე ნასყიდობის, გაცვლის, ჩუქების, იჯარის/ქირავნობის, სარგებლობის, ნარდობის, მომსახურების, სესხის, იპოთეკისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების მომზადება, შემოწმება და სამართლებრივი შეფასება; ** დეველოპერსა და უძრავი ქონების მყიდველებს შორის გასაფორმებელი წინარე და ძირითადი ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება და სამართლებრივი კონტროლი; ** მესაკუთრეებსა და ინვესტორებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობა და შეთანხმებების სამართლებრივი ფორმირება; ** უძრავი ქონების თანამესაკუთრეობასთან, ქონების გაყოფასთან, საზიარო უფლების გაუქმებასთან, სარგებლობის წესის განსაზღვრასთან და სხვა სანივთო-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული საქმეების წარმოება; ** საკუთრების უფლების დაცვასთან, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვასთან, საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა სამოქალაქო დავების წარმოება; ** სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევასთან, ხელშეკრულების შეწყვეტასთან, ზიანის ანაზღაურებასთან, პირგასამტეხლოსა და სხვა სამოქალაქო მოთხოვნებთან დაკავშირებული საქმეების სამართლებრივი მართვა; ** კლიენტის ინტერესების დაცვა წინასასამართლო მოლაპარაკებებისა და დავის მორიგებით დასრულების პროცესში; ** სარჩელების, შესაგებლების, სააპელაციო საჩივრების, შუამდგომლობებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტების მომზადება; ** სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და კლიენტების წარმომადგენლობა შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში; ** უძრავ ქონებაზე უფლებების, ვალდებულებებისა და შესაბამისი გარიგებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ** სანოტარო და სარეგისტრაციო პროცედურებისთვის საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება; ** მიმდინარე საქმეების, საპროცესო და სახელშეკრულებო ვადების კონტროლი; ** სამოქალაქო და უძრავი ქონების სამართლის მიმართულებით კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და საჯარო რეესტრთან დაკავშირებული კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ** სანივთო, ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართლის საფუძვლიანი ცოდნა; ** ხელშეკრულებებისა და საპროცესო დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი; ** სამართლებრივი კვლევის, ინფორმაციის ანალიზისა და დასაბუთებული სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი; ** სასამართლო პრაქტიკის მოძიებისა და ანალიზის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტთან პროფესიული კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე საქმის პარალელურად ეფექტურად მართვის უნარი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით ჩაითვლება უპირატესობად. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით მისამართზე: architectongeorgia@gmail.com. გთხოვთ, ელფოსტის დანიშნულების ველში მიუთითოთ: "სამოქალაქო სამართლის იურისტი". განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი

განაცხადის გაგზავნა →