ბარისტა
7ჩაი
ვაკანსია — ბარისტა
კაფე "7ჩაი" ეძებს გუნდის წევრს!
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, აქტიური სამუშაო გარემო და გინდა იმუშაო ახალ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში, ეს პოზიცია შენთვისაა.
რას გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი: 16:00-24:00
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო
** ახალ კაფეში მუშაობის შესაძლებლობა, სადაც შენი იდეები და ინიციატივა დაფასებული იქნება
ვის ვეძებთ:
** პასუხისმგებლობიან და პუნქტუალურ ადამიანს
** ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს
** ადამიანს, რომელსაც უყვარს მომხმარებელთან ურთიერთობა
** კრეატიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა
** დისციპლინირებულ და გუნდურ მოთამაშეს
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია
ბარისტად მუშაობის ან კვების/მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილების არქონის შემთხვევაში მზად ვართ გასწავლოთ.
ლოკაცია: ვახტანგ ჭაბუკიანის N2
თუ ფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის წევრობა შენთვის საინტერესო იქნება, მოგვწერე პირად შეტყობინებაში 577530129 ან გამოგვიგზავნე CV - Marikakochalidze4@gmail.com.
შემოგვიერთდი — ერთად შევქმნათ 7ჩაის განსაკუთრებული გარემო!