ბარისტა
Kopi · ბათუმი
"Kopi" — არის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყავა, დიზაინი და თანამეგობრობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ Specialty ყავის კულტურას ბათუმში, ყველასთვის, ვისთვისაც ყავა ნიშნავს უფრო მეტს — შთაგონებას, რიტუალს და სიამოვნებას.
კომპანია "KOPI" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ბარისტა
ძირითადი მოვალეობები:
** ჩვენი სტანდარტების შესაბამისად ყავის და ბარის სასმელების მომზადება
** ბარის მენიუს, ყავის მარცვლების და ტექნიკის შესახებ ინფორმაციის ცოდნა
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
** სტუმრებისგან მიღებული უკუკავშირის გააზრება და საჭირო რეაგირება
რას ველით შენგან:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში — უპირატესობად ჩაითვლება
** გუნდური და კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ენერგიული მენტალიტეტი
ჩვენ გთავაზობთ:
** ტრენინგები და პრაქტიკული სწავლებას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** კვებას
** სპეციალური ფასდაკლება Kopi-ს პროდუქციაზე
** მხიარული, მეგობრული და ინსპირაციული გარემოს
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
** სამუშაო ცვლა: დილა (8:30-17:30) საღამო (13:30-22:30)
აუცილებელია გიყვარდეთ ყავა!
თუ მზად ხარ, შენი დღეები ყავის სურნელით და საინტერესო ადამიანებით გაავსო — ჩვენ შენ გეძებთ
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ლერმონტოვის 8
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "კოპი შოპი" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით (ბარისტა) — შემდეგ ელ. ფოსტაზე: Espresso@kopiroastery.com