← ყველა ვაკანსია

ტენდერი საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" აცხადებს ტენდერს საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ პლატფორმას, არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავლის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით. გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 20 000 ათასზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 140-ზე მეტი წევრი ჰყავს. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, 2026 წლის 25 ნოემბერს ქ. თბილისში ტარდება ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზების მიზნით ორგანიზაცია აცხადებს ტენდერს საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე შემდეგი პირობებით: ღონისძიების დეტალები: ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ** მონაწილეთა რაოდენობა: 200; ** წყობა: თეატრალური; ** კვება: მისასალმებელი ყავის შესვენება; მიღების მენიუ (წყალი მინის ბოთლებში); ** ტექნიკური აღჭურვილობა: ყურის მიკროფონი - 1 ერთეული, Wireless მიკროფონი - 3 ერთეული, მაგიდის მიკროფონი - 1 ერთეული, გახმოვანება, თარჯიმნის ჯიხური და აპარატურა, ყურსასმენები - 30 ერთეული. დამატებითი მოთხოვნები: ** აუცილებელია, რომ შემოთავაზებულ საკონფერენციო სივრცეში შესაძლებელი იყოს სცენის, LED ეკრანისა და დეკორაციების სრულფასოვნად, შესაბამისი დისტანციების დაცვით განთავსება; ** აუცილებელია, რომ საკონფერენციო სივრცის ადგილმდებარეობა იყოს ქ. თბილისის ცენტრალური უბნების მიმდებარედ. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ** საკონფერენციო სივრცის ამსახველი ფოტოები; ** მენიუს ჩამონათვალი; ** მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე. სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: procurement@unglobalcompact.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ტენდერის დასახელება: საკონფერენციო მომსახურების შესყიდვა. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 3 ნოემბრის 16:00 საათისა.

განაცხადის გაგზავნა →