← ყველა ვაკანსია

კონსულტანტი

ფოტოცენტრი

კომპანია "ფოტოცენტრი" (Printing Services, E-commerce) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე. "ფოტოცენტრი" წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია 3 ფიზიკური ფილიალით თბილისის ცენტრალურ უბნებში, 1 შოურუმით/ჩარჩოების სახელოსნოთი თავისუფლების მოედანზე და უნიკალური ონლაინ პლატფორმით Photocenter.ge, რომელიც აერთიანებს 1, 600-ზე მეტ ბეჭდვის, სახლის დეკორისა და სასაჩუქრე პროდუქტს. კომპანია ასევე აერთიანებს სპორტული ინვენტარის კედლის დეკორის მიმართულებას "ოთხი" და ვიდეოკასეტების გაციფრულების სერვისს "ფოტოპლაზა". კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: ** Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063 ** ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/ ** Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge ** ვებ გვერდზე: https://new.photocenter.ge/ ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის სერვისისა და პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა და შეკვეთების გაფორმება ** სალარო აპარატთან მუშაობა ** აღებული შეკვეთების მონიტორინგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ** გამართული ქართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი ** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება ** არითმეტიკული ოპერაციების ცოდნა ** სასურველია მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის 1-1.5 წლიანი გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პრეზენტაბელური ** კომუნიკაბელური ** თავაზიანი ** ორგანიზებული ** სტრესულ გარემოში ადაპტირების და სწრაფი რეაგირების უნარი პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 ** ანაზღაურება: 1200-1300 ლარი (ბონუსების გათვალისწინებით) ** სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა ** მისამართი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: nana@photoplaza.ge. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →