სტაჟიორი ბიზნეს პროცესების მონიტორინგის მიმართულებით
არქი
"არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს ბიზნეს პროცესების მონიტორინგის მიმართულებით და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** პროცესებზე დაკვირვება რეალურ დროსა და სივრცეში (მათ შორის დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე);
** მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი, დოკუმენტირება და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადებაში ჩართულობა;
** პროცესების დარღვევათა რეესტრის წარმოება;
** ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია;
** CRM-ში პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამთავრებული კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.