← ყველა ვაკანსია

კომერციული დირექტორი

სფეის კარგო

კომპანია "სფეის კარგო" ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: მცირე და საშუალო ბიზნესის (B2B) მომსახურებას და საცალო მომხმარებლების (B2C) მომსახურებას. პოზიციის მიზანი: კომერციული დირექტორი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის კომერციული სტრატეგიის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მართვაზე, ბიზნესის განვითარებასა და ფინანსური შედეგების ანალიზზე, კომპანიის შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის მიზნით. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და შედეგების შეფასება. ** გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებების მართვა და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესება. ** შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი; გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა. ** ტარიფების, კომერციული შეთავაზებებისა და ფასდაკლებების შეფასება კომპანიის ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით. ** ახალი კლიენტების, ბაზრებისა და ბიზნესგანვითარების შესაძლებლობების მოძიება. ** მსხვილ კლიენტებთან და პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის განვითარება. ** კომერციული შედეგების მონიტორინგი და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში. ** ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. ** გაყიდვების, კომერციული მიმართულების ან ბიზნესის განვითარების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. ** ფინანსური და კომერციული მონაცემების ანალიზის უნარი. ** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებისა და გუნდის მართვის გამოცდილება. ** მოლაპარაკებების წარმოებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ** Excel-ისა და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა. ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. განაცხადის მიღება დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ მისამართზე: hr@spacecargo.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: კომერციული დირექტორი.

განაცხადის გაგზავნა →