← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

მედ-დიაგნოსტიკა

მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა"პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; სამედიცინო დაწესებულება "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათამდე; ანაზღაურება: 2500 ლარი (NET) ფუნქცია მოვალეობები: ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა; ** ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების მომზადება; ** საბანკო ოპერაციების კონტროლი და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა; ** მომწოდებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ანგარიშსწორებების კონტროლი; ** ბუღალტრული პროგრამაში მონაცემების შეყვანა და განახლება; ** ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება/არქივირება; ** მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში; ** საჭირო ანგარიშგებებისა და ცხრილების მომზადებაში მონაწილეობა; ** კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური პროცედურების დაცვა. ** ხელფასების უწყისის გამზადება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური; შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეს გადარჩევა ** ინდივიდუალური გასაუბრება ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე : careers@med-diagnostics.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი. გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

განაცხადის გაგზავნა →