ქოლცენტრის ოპერატორი
DYSON CAUCASUS
კომპანია "DYSON CAUCASUS" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟისა და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურებას. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული საშუალება, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.
გვესაჭიროება კადრი რომელსაც აქვს:
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი უმაღლეს დონეზე
** როგორც გუნდთან ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ბაზებთან მუშაობისა და ანალიზის უნარი
** დროის მართვის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მომსახურების პოტენციურ კლიენტებისათვის სატელეფონო შეთავაზება
** დაინტერესებული მომხმარებელთან მეილინგის პროცესის წარმართვა და სადემონსტრაციო ფოტო/ვიდეო მასალების გადაცემა
** მიწოდებული ბაზების დახარისხება და გაფილტვრა
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებისამებრ, ინფორმაციული არქივის წარმოება;
** მომხმარებლების გამოკითხვა - კმაყოფილების განსაზღვრა
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი
** უცხო ენების ცოდნა არ არის მოთხოვნადი
** მინიმუმ ერთი სამუშაო ადგილი სადაც პრეტენდენტი დასაქმებული იყო ერთ წელზე მეტი ხნით
** იყოს აქტიური, შეეძლოს დამაჯერებელი საუბარი და სხარტი კომუნიკაცია
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევამდე (1 საათი შესვენება), შაბათ-კვირას და ნებისმიერ უქმე დღეს ისვენებთ. ყოველწლიურად გაქვთ საახალწლო და სააღდგომო დასვენებები ჯამში 15 დღე, პლუს 24 შვებულების დღე და 5 Dayoff.
** მოჭრილი ხელფასი პლიუს ბონუსი - 1800 ლარიდან 3500 ლარამდე
** ოფისი მდებარეობს თბილისში, დიღომი.
თუ თვლი, რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდა კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდე ამ ელექტრონულ მისამართზე: dysoncaucasus@gmail.com