← ყველა ვაკანსია

შეკვეთების დამუშავების ოპერატორი

PepsiCo

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოუერთდით ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს შეკვეთების დამუშავების ოპერატორის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის გადატვირთვაზე განცხადების მიღება ** დოკუმენტაციის წარმოება პროდუქციის რეალიზაციასა და დაბრუნებაზე ** ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება გადატვირთვის შესახებ, პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის გაფორმება კომპანიის ანგარიშგების პოლიტიკის, საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და კომპანიის კლიენტებთან არსებული სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით ** საქართველოს შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთულ ზედნადებებსა და ა/ფაქტურებზე მონაცემების გაცვლა ** სხვადასხვა დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარდგენა მოთხოვნისამებრ ** სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ზომების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა კანდიდატის პროფილი: ** არასრული უმაღლესი ან სრული პროფესიული განათლება ** სასურველია გამოცდილება მონაცემების დამუშავების ან პროგრამებში მუშაობის მიმართულებით ** MS Office პროგრამების ცოდნა, სასურველია 1C ** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური ენა B1+; ** კომუნიკაციის უნარი; ** ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა რას გთავაზობთ? ** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა და განვითარება ** კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი: ** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება, 1700₾ ** სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ** 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე ** კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები ** სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ კვირაში (8 სთ-იანი დღისა და ღამის ცვლები) ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი) ** კვება თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com 20 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

განაცხადის გაგზავნა →