გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
CMX Solutions
გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს.
ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით, სხვადასხვა გერმანულ პროექტებში ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.
მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად.
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
** მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება.
მოთხოვნები:
** გერმანული ენის ცოდნა (B2 დონე);
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** მაღალი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ოფისიდან, ჰიბრიდულად ან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
** სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ ბონუსს;
** რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე;
** ანაზღაურებად ტრენინგ-კურსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, შეავსოთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე: https://cmx-solutions.peopleforce.io/careers/v/77270-deutschsprachiger-kundenservicemitarbeiter-tiflis-georgien/a/new?source_id=25503
გისურვებთ წარმატებებს!