← ყველა ვაკანსია

პროექტის მენეჯერი

ტალენტ ჰანთერს ჰაბ · საქართველოს მაშტაბით

უკრაინული პროდუქტული IT კომპანია (iGaming სფერო) ეძებს Project Manager-ებს აქტიურად განვითარებადი ინტერნეტმარკეტინგის დეპარტამენტისთვის. ამჟამად დეპარტამენტის სხვადასხვა გუნდში რამდენიმე პოზიციაა გახსნილი: ანალიტიკის განყოფილებაში, კრეატიულ გუნდში (დიზაინი / motion), CRM და push-კომუნიკაციების მიმართულებით, მარკეტინგული და სარეკლამო(მედია ბაინგი) ტესტების დეპარტამენტში, ასევე R&D-ში (ახალი მიდგომების კვლევა და განვითარება). თითოეულ ამ მიმართულებას სჭირდება გამოცდილი Project Manager, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ დავალებების კოორდინაცია, არამედ პროცესებისა და გუნდის ეფექტიანად მართვა და დასახული ბიზნესშედეგების მიღწევა. ძირითადი მოვალეობები:გუნდის მუშაობის კოორდინაცია: დავალებების განაწილება, პრიორიტეტების განსაზღვრა, ვადებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი;დეპარტამენტის შიგნით სამუშაო პროცესების ორგანიზება, გაუმჯობესება და სტანდარტიზაცია;შედეგების ანალიზი, ანგარიშების მომზადება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;გუნდის მუშაობაში არსებული პრობლემური და არაეფექტიანი პროცესების გამოვლენა და მათი სისტემური აღმოფხვრა;ავტომატიზაციის, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტებისა და ახალი სამუშაო მიდგომების დანერგვა;გუნდის ახალი წევრების შერჩევისა და თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროცესებში მონაწილეობა;გუნდის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან (C-level) ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაციის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება Project Manager-ის, Operations Manager-ის, Team Lead-ის ან მსგავს პოზიციაზე;გუნდის მართვისა და ერთდროულად მრავალი დავალების კოორდინაციის გამოცდილება;Excel-ის / Google Sheets-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ფორმულები, კრებსითი ცხრილები, მონაცემთა ანალიზი);ანალიტიკური აზროვნება და დეტალებისადმი ყურადღება;დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, სისტემური მიდგომა და გაზომვად შედეგებზე ორიენტაცია;ძლიერი კომუნიკაციის უნარები და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ეფექტიანად თანამშრომლობის შესაძლებლობა;რუსული ენის თავისუფლად ფლობა, როგორც ზეპირად, ისე წერილობით — აუცილებელია გუნდთან და ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაციისთვის. უპირატესობად ჩაითვლება:გამოცდილება digital marketing-ის, media buying-ის, CRM-ის, creative production-ის ან R&D-ის მიმართულებით;BI ინსტრუმენტების ცოდნა: Power BI, Looker Studio, SQL;push-შეტყობინებების პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება: Firebase, OneSignal, Customer.io;გამოცდილება iGaming-ის, fintech-ის, e-commerce-ის ან affiliate marketing-ის სფეროში;განხორციელებული პროექტების პორტფოლიოს არსებობა. რას გთავაზობთ:სრულად დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას;გუნდის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან (C-level) უშუალო თანამშრომლობას;მნიშვნელოვანი მიმართულების შექმნისა და განვითარების შესაძლებლობას, რეალური გავლენით ბიზნესშედეგებზე;სამუშაო გრაფიკს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00–20:00 (საქართველოს დროით);კონკურენტულ ანაზღაურებას, ანაზღაურებად შვებულებასა და ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად გაცდენის დღეებს. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: h.siniakova@thhub.io

განაცხადის გაგზავნა →