← ყველა ვაკანსია

ლექტორი Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე

სასწავლო ცენტრი 10x · საქართველოს მაშტაბით

„10X“ Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს ვაკანსიას ლექტორის პოზიციაზე. „10X“-ის Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ეძებს მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნითა და ინდუსტრიული გამოცდილებით ხელი შეუწყონ ახალი თაობის Front-end დეველოპერების პროფესიულ ზრდას. პოზიცია მოითხოვს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების სიღრმისეულ ცოდნას, ისე რეალურ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას და სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხით წარმართვის უნარს. სამუშაო ფორმატი: დისტანციური სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებით) ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დატვირთვაზე ძირითადი მოვალეობები: Front-end დეველოპმენტის მიმართულებით სასწავლო პროცესის გაძღოლა: თეორიული და პრაქტიკული ლექციების ჩატარება;სასწავლო მასალების, პრეზენტაციების, ქვიზებისა და დავალებების მომზადება/განახლება;სტუდენტების მიერ შესრულებული დავალებებისა და პროექტების შეფასება და კონსტრუქციული უკუკავშირის (Feedback) მიწოდება, კოდრევიუს (Code Review) სესიებში მონაწილეობა;სტუდენტებისთვის რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული პრაქტიკული გამოწვევების გაზიარება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარის განვითარება;სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგი და პროფესიული კონსულტირება;სასწავლო პროცესის ხარისხის სტანდარტების დაცვა და პროგრამის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Front-end დეველოპმენტის მიმართულებით;სიღრმისეული ცოდნა და მუშაობის გამოცდილება შემდეგ ტექნოლოგიებთან:HTML5, CSS3, SASS/SCSS, Tailwind, BootstrapJavaScript (Vanilla JS), React.js, TypeScriptExpress.js, MongoDBAgile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება;სასურველია სწავლების, ტრენინგების ჩატარების ან Junior დეველოპერებთან მუშაობის/მენტორინგის გამოცდილება;გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი. რას ვეძებთ კანდიდატში: ადამიანს, რომელსაც სურს სტუდენტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და მათთან ერთად შედეგზე მუშაობა;პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც დროს ეფექტურად გეგმავს;ადამიანს, რომელიც მუდმივად ვითარდება და ინტერესდება ახალი ტექნოლოგიებით. შერჩევის ეტაპები და ვადები: დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: mari.kupatadze@10x.edu.ge მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: რეზიუმე (CV);ნამუშევრების პორტფოლიო / GitHub პროფილის ბმული;სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან სერტიფიკატი). შენიშვნა: გთხოვთ, ელ-ფოსტის subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ,,Front-end დეველოპმენტი-ლექტორი”.

განაცხადის გაგზავნა →