დისტრიბუტორი
თბილღვინო · თბილისი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში
"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ძირითადი ამოცანები:
ყოველდღიურად მიღებული შეკვეთების შესაბამისად განსაზღვრული პროდუქციის მითვლა და დატვირთვა;დღის მანძილზე მარშრუტით განსაზღვრული შეკვეთების ობიექტზე უსაფრთხოდ, დაუზიანებლად ტრანსპორტირება;მიტანილი პროდუქციის ობიექტისთვის მითვლა და სისწორის დადასტურება;ობიექტებიდან დაბრუნებული პროდუქციის ადგილზე მითვლა და საწყობში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;ავტომანქანის სისუფთავის და ტექნიკური გამართულობის მუდმივ რეჟიმში კონტროლი;მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ავტომობილის მართვის მოწმობის B კატეგორია;მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება - 1,800 ლარი (NET);კომპანია უზრუნველყოფს და ფარავს ჯანმრთელობის დაზღვევას;სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი;სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995595895418 ან გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge
ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.