მტვირთავი
თბილღვინო · თბილისი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.tbilvino.ge
„თბილღვინო“ აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე ჩამოსხმის, მზა პროდუქციის და დამხმარე მასალების საამქროში.
ძირითადი ამოცანები:
ჩამოსასხმელ ხაზთან მუშაობა;დამხმარე მასალებით ხაზის მომარაგება;საექსპორტო და ადგილობრივი გაყიდვების საწყობში მუშაობა;შეკვეთების მომზადებაში მონაწილეობა.
სამუშაო პირობები:
ყოველთვიური ანაზღაურება 1000-1200 ლარი (NET)წლიური პრემია შესრულების ხარისხიდან გამომდინარე.სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის #2;სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, I ცვლა - 08:00 – 17:00 / II ცვლა - 10:00 – 19:00. შესვენება - 1 საათი;კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 595 895 418
ან გამოგზავნეთ ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge