დირექტორის ასისტენტი
რეალფარმა · თბილისი
ფარმაცევტული კომპანია “რეალფარმა” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დირექტორის ასისტენტი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9.00 - 17.30).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ძირითადი მოვალეობები
დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაში დახმარება;ბიზნესპარტნიორებთან, კლიენტებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან საქმიანი კომუნიკაცია;სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის მართვა;შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრის წარმოება და საჭირო საკითხების კოორდინაცია;მიმდინარე დავალებების შესრულების კონტროლი და ვადების დაცვა;კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პროფესიული ეთიკის დაცვა.
პროფესიული უნარები და კომპეტენციები
უმაღლესი განათლება სასურველია;საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა — MSWord, Excel,აუცილებელია მოთხოვნა Rs.ge-ზე მუშაობის ცოდანა.ქართული ენის გამართული ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა და დამატებით მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა: რუსული.რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
სასურველია
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;ბიზნესპარტნიორებთან ან კორპორაციულ კლიენტებთან კომუნიკაციის გამოცდილება;საქმიანი მიმოწერისა და ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ
პროფესიულ და საქმიან გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;მრავალფეროვან და საინტერესო სამუშაო პროცესს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.