გაყიდვების კონსულტანტი
სათამაშოების სახლი · თბილისი
ბრიტანულ-ამერიკული მეორეული სათამაშოების მაღაზია ეძებს გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც გახდება ჩვენი მცირე, მაგრამ მეგობრული გუნდის ნაწილი!
თუ გიყვარს ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობა, გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და გინდა იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხიანი და უნიკალური სათამაშოები ახალ სიცოცხლეს იძენენ — ეს ვაკანსია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:მომხმარებლისთვის თბილი, კონსულტაციური და მეგობრული მომსახურების გაწევა;პროდუქციის დახლებზე ეფექტურად განთავსება;მაღაზიაში სისუფთავისა და სიმყუდროვის შენარჩუნება;სალარო ოპერაციების წარმოება
რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი:გამართული კომუნიკაციის უნარი;პუნქტუალურობა, ყურადღება დეტალებისადმი და შრომისმოყვარეობა;ბავშვურ გარემოში მუშაობის სურვილი და პოზიტიური განწყობა;მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:კომფორტულ და სტრესისგან თავისუფალ სამუშაო გარემოს;სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას (+ ბონუსები გაყიდვებიდან);მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ტაშკენტის 10ა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: meladzenino529@gmail.comან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591273839