← ყველა ვაკანსია

სასტუმროს ადმინისტრატორი

სასტუმრო მეტეო · კახეთი

სასტუმრო "მეტეო კახეთი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუისპირი ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე! მცირედი ჩვენ შესახებ: "Hotel Meteo Kakheti" არის თანამედროვე, 5-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიცავს: ** 43 ნომერს; ** განცალკევებულ რესტორანს; ** ორ აუზს; ** ბარს; ** სტუმრებისთვის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა, მიღება და რეგისტრაცია (Check-in / Check-out); ** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების მართვა; ** სატელეფონო ზარებისა და ჯავშნების დამუშავება; ** სასტუმროს სხვა განყოფილებებთან კოორდინაცია; ** სტუმრების კომფორტზე ზრუნვა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; ** სასტუმროს შიდა პროგრამაში მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი საუბრის უნარი; ** პოზიტიური განწყობა, მეგობრული დამოკიდებულება და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ; ** სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მოქმედებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები; ** სასტუმროს ადმინისტრირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა განიხილებიან მოტივირებული კანდიდატებიც გამოცდილების გარეშე. სამუშაო გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი არის 12-საათიანი ცვლით, 2/2 პრინციპით: ** ორი დღე - დილის ცვლა: 09:00-21:00; ** ორი დღე - დასვენება; ** ორი დღე - ღამის ცვლა: 21:00-09:00; ** შემდეგ ციკლი მეორდება. რას გთავაზობთ: ** კვებას, სამუშაო პერიოდში; ** ტრანსპორტირებას; ** სასტუმროს შიდა პროგრამის შესწავლას ადგილზე; ** მეგობრულ და პროფესიულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას; ** პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელფოსტაზე. ტელეფონი: +995 558 510 255; +995 511 12 44 44 ელფოსტა: Hotelmeteokakheti2025@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →