← ყველა ვაკანსია

ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი - 40 საათი პროფესიული განვითარებისთვის - თეორიიდან პრაქტიკამდე ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" გთავაზობთ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას დამწყები და მომავალი ქცევითი თერაპევტებისთვის. კურსის ფარგლებში განხორციელდება: ** რეალურ თერაპიულ პროცესზე დასწრება და დაკვირვება; ** თერაპიული სტრატეგიებისა და სწავლების მეთოდების გაცნობა; ** ქცევითი მონაცემების აღრიცხვის პრაქტიკის გაცნობა; ** ინდივიდუალური პროგრამებისა და მიზნების განხორციელებაზე დაკვირვება; ** სესიების განხილვა და პროფესიული უკუკავშირის მიღება. კურსი საჭიროების შემთხვევაში შეიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ საათებს. მონაწილეობის წინაპირობა: ABA-ს საბაზისო 40-საათიანი კურსის (ABA Basics) წარმატებით გავლის სერტიფიკატი. ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულებისა და საბოლოო შეფასების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. დასაქმების შესაძლებლობა: შეფასებისა და შერჩევის საფუძველზე, განიხილება ცენტრში დასაქმების შესაძლებლობაც. სამუშაო პირობები: ** მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ, დიმიტრი უზნაძის 68; ** ხანგრძლივობა: 4-6 კვირა; ** ღირებულება: 400 ლარი. რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) და ABA-ს საბაზისო 40-საათიანი კურსის (ABA Basics) წარმატებით გავლის სერტიფიკატი. შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ქცევითი თერაპიის პრაქტიკული კურსი". ისწავლე. დააკვირდი. განავითარე პროფესიული უნარები!

განაცხადის გაგზავნა →