← ყველა ვაკანსია

სოციალური მედიის უმცროსი მენეჯერი

MARK4

"MARK4" არის ბიზნესპროცესების მართვის Cloud სისტემა, რომელიც კომპანიებს ეხმარება ყოველდღიური პროცესების გაციფრულებასა და ეფექტიანად მართვაში. გუნდის გაფართოებისთვის ვეძებთ Junior Social Media Manager-ს, რომელიც იზრუნებს კომპანიის სოციალურ მედიაში აქტიურობაზე, საინტერესო კონტენტის შექმნასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** კომპანიის სოციალური მედიის გვერდების ყოველდღიური მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn); ** კონტენტგეგმის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** სოციალური მედიისთვის პოსტების ტექსტების (Copywriting) მომზადება; ** პოსტების, სთორებისა და სხვა კონტენტის დაგეგმვა და გამოქვეყნება; ** ვიზუალური და ვიდეოკონტენტის იდეების შემუშავება და შესაბამის გუნდთან თანამშრომლობა; ** სოციალური მედიის ტენდენციების მონიტორინგი და ახალი იდეების შეთავაზება; ** კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება; ** სოციალური მედიის ძირითადი მაჩვენებლების (Reach, Engagement, Followers) მონიტორინგი და მარტივი რეპორტების მომზადება. რას ველოდებით: ** სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მინიმუმ 6 თვის პრაქტიკული გამოცდილება (მათ შორის დამოუკიდებელი პროექტები); ** Facebook-ის, Instagram-ისა და LinkedIn-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** გამართული ქართულით წერისა და საინტერესო ტექსტების შექმნის უნარი; ** Meta Business Suite-ის საბაზისო ცოდნა; ** Canva-ს ან სხვა მარტივი დიზაინის ინსტრუმენტის გამოყენების უნარი; ** კონტენტის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** კრეატიულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. უპირატესობად ჩაითვლება: ** მოკლე ვიდეოკონტენტის (Reels) შექმნის ან დამუშავების გამოცდილება; ** CapCut-ის ან სხვა ვიდეორედაქტორის ცოდნა; ** B2B ან ტექნოლოგიური პროდუქტებისთვის კონტენტის შექმნის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა. პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლომონ ქურდიანის 4 (ოფისში); ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ** დრო: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი); ** ანაზღაურება: შეთანხმებით; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მისამართზე hr@mark4.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სოციალური მედიის უმცროსი მენეჯერი. პორტფოლიოს, სოციალური მედიის გვერდების ან შექმნილი კონტენტის მაგალითების გაზიარება ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადის გაგზავნა →