← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

ანიგოზი

"ანიგოზი" — ქართული კაკლის გადამამუშავებელი საწარმო და თხილეულისა და ჩირეულის დისტრიბუტორი — აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. ჩვენ ვხსნით თხილეულისა და ჩირეულის პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას და ვეძებთ ახალ წევრს ჩვენი გუნდისთვის! ლოკაცია: თბილისი, ვაკე (აბაშიძის ქუჩა) ვის ვეძებთ? ** კომუნიკაბელურ, მეგობრულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს; ** ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნით; ** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი. რას გთავაზობთ? ** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას როგორც საცალო, ისე კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით. სამუშაო გრაფიკი ** კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე; ** კვირაში 2 დღე — 8 სამუშაო საათი + 1 საათი შესვენება; ** კვირაში 3 დღე — 7 სამუშაო საათი + 1 საათი შესვენება. სამუშაო ცვლები: ** დილის ცვლა: 09:00-18:00 ** საღამოს ცვლა: 14:00-22:00 ანაზღაურება: 800 ლარი ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@anigozi.com ელფოსტის სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ: "კონსულტანტი ვაკეში". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის შემდგომ ეტაპზე დასაკავშირებლად მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

განაცხადის გაგზავნა →