← ყველა ვაკანსია

ტექნიკოსი- მომმარაგებელი

სასტუმრო ბათესტა

სასტუმრო "ბათესტა" (Hotel Batesta), რომელიც მდებარეობს გ.კარტოზიას N14-ში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსი-მომმარაგებლის პოზიციაზე. ფუნქცია - მოვალეობები: ** ზედამხედველობა გაუწიოს სასტუმროს შენობაში ყველა მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემის მოვლა-პატრონობას. ** წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში აღმოფხვრას პრობლემა კომპეტენციის ფარგლებში. (სანტექნიკა, ელექტროობა, ნათურების და საკეტების შეცვლა/შეკეთება, დაზიანებული ინვენტარის პირველადი აღდგენა, Wi-Fi კონტროლი) ** გეგმურ და გადაუდებელ რემონტის დაგეგმვა და პროცესის მონიტორინგი; ** მატერიალურ-ტექნიკური საწყობის კონტროლი; ** სასტუმროსთვის საჭირო მასალებით მომარაგება - (ყიდვა, დასაწყობება, გაცემა) - მიღებული მასალებზე ინფორმაციის მენეჯერისთვის გადაცემა პროფესიული მოთხოვნები და უნარ- ჩვევები: ** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ტექნიკურ მოწყობილობებთან/ხელსაწყოებთან/ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი; ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ** აუცილებელია ქონდეს მართვის მოწმობა სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (კვირაში 6 სამუშაო დღე) ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hotelbatesta@mail.ru გთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მნე"დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599644770.

განაცხადის გაგზავნა →