← ყველა ვაკანსია

არქიტექტორი

არქიტექტურული კომპანია მიდამო

არქიტექტურული კომპანია "მიდამო" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული განათლება არქიტექტურის მიმართულებით ** სამუშაო გამოცდილება — მინიმუმ 2 წელი ** გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, ArchiCAD ფუნქცია-მოვალეობები: ** არქიტექტურული პროექტის მომზადება მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით ** პროექტის მომზადების პროცესში მომიჯნავე სპეციალისტებთან (კონსტრუქტორი, საინჟინრო კომუნიკაციების ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობა ** პროექტის მომზადების პროცესში 41-ე და 732-ე დადგენილებების ექსპერტებთან თანამშრომლობა შესაბამისი დასკვნების მოსამზადებლად ** სრულად მომზადებული პროექტის არქიტექტურის სამსახურში ატვირთვა, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მიღება ** სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზებისა და კვანძების შემუშავება ** მასალათა უწყისის მომზადება ** პროექტის საპრეზენტაციო მასალების მომზადება ** საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანა სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით განაცხადის გამოგზავნა: ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 30 ნოემბრამდე გამოგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელფოსტაზე: info@midamoarchitecure.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან შერჩეული კანდიდატები.

განაცხადის გაგზავნა →