← ყველა ვაკანსია

ცვლის მენეჯერი

ვენდისი

ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელები "Dunkin`", "Subway" და "Wendy`s" აცხადებენ ვაკანსიას ცვლის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და ცვლის ეფექტური მართვა; ** რესტორნის გახსნისა და დახურვის ყოველდღიური პროცედურების შესრულება; ** მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის მაღალი ხარისხის, ეფექტური მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად; ** სალარო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების ზუსტი დაცვა; ** პროდუქციის მომარაგებისა და დასაწყობების პროცესში ჩართულობა დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგის, სწავლებისა და მოტივირების პროცესში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო/სწრაფი კვების სფეროში; ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო / B1 დონე); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. საჭირო უნარ-ჩვევები: ** გუნდის მართვის, დელეგირებისა და ლიდერობის უნარი; ** თანამშრომლების მოტივირებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა, დროის ეფექტური განაწილება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფ/დინამიურ რეჟიმში მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: ** კარიერული და პოზიციური წინსვლის შესაძლებლობას; ** საბონუსე სისტემას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი ფასდაკლება კვებაზე; ** Fitpass-ით სარგებლობას. დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://www.app.helio-ai.com/apply/bs7adbyhfbtlucxo?src=jobs.ge.

განაცხადის გაგზავნა →