← ყველა ვაკანსია

კონტენტ კრეატორი/მობილოგრაფი

Park Detailing

"The Park Detailing" ეძებს კრეატიულ, ენერგიულ და ინიციატივიან კონტენტ კრეატორს / მობილოგრაფს, რომელსაც უყვარს ავტომობილები და შეუძლია პრემიუმ ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნა! თუ გეხერხება ვიდეოების გადაღება-მონტაჟი, ადევნებ თვალს ავტო-სამყაროსა და სოციალური ქსელების ტრენდებს, შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ძირითადი მოვალეობები ვიდეოკონტენტის შექმნა: ** იდეიდან საბოლოო მონტაჟამდე (TikTok, Instagram Reels, Facebook); სერვისების ეფექტურად წარდგენა: ავტომობილის რეცხვის, PPF/დამცავი ფირების, პოლირების, ქიმწმენდისა და სხვა სერვისების "Before / After" (მანამდე და შემდეგ) და პროცესუალური ვიდეოების გადაღება; ** კრეატიული შოოტები: ავტომობილის დეტალების, ესთეტიკური კადრებისა და დინამიური ვიდეოების (Cinematic / Aesthetic Reels) გადაღება; ** სცენარებისა და ტექსტების მომზადება: მოკლე, მიმზიდველი სცენარებისა და Caption-ების წერა; ** ვიდეოების მონტაჟი: ხმის დამუშავება, ტრენდული მუსიკის შერჩევა, სუბტიტრებისა და ეფექტების დამატება; ** ტრენდების მონიტორინგი: ავტო-დეტეილინგის სფეროში არსებული სიახლეებისა და Viral ტრენდების მორგება სტუდიის ბრენდზე; ** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა: კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და შედეგების ანალიზი. ძირითადი მოთხოვნები: ** ავტომობილებისა და ავტო-ესთეტიკის მიმართ ინტერესი/სიყვარული; ** სმარტფონით (ან კამერით) მაღალი ხარისხის ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება; ** სამონტაჟო პროგრამების/აპლიკაციების ცოდნა: CapCut, Adobe Premiere, VN, Lightroom ან სხვა; ** კადრის კომპოზიციის, განათებისა და რაკურსების სწორი შეგრძნება; ** სოციალური ქსელების ცოდნა: TikTok, Instagram და Facebook რილსების/ვიდეოფორმატების სპეციფიკის ფლობა; ** დამოუკიდებლად მუშაობის, იდეების მოფიქრებისა და სისრულეში მოყვანის უნარი; ** გამართული ქართული მეტყველება და წერა. რას გთავაზობთ: ** საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს პრემიუმ კლასის ავტომობილებთან; ** პროფესიული და კრეატიული ზრდის შესაძლებლობას; ** ანაზღაურება შეთანხმებით, გრაფიკი 11 დან 19 საათამდე, შაბათ კვირა დასვენების დღე. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV maggeo024@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →