გაყიდვების ოფისის მენეჯერი
Golden Apart
დეველოპერული კომპანია "გოლდენ აპარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი — მეტროს მიმდებარედ;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ძირითადი მოვალეობები:
** დაინტერესებული პირების ეფექტური კონსულტაცია, პროდუქტის წარდგენა და გაყიდვების პროცესის მართვა;
** სოციალურ ქსელებიდან და სხვა არხებიდან შემოსულ მოთხოვნებზე პასუხი და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების და ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის კოორდინაცია;
** შიდა განვადების და საბანკო იპოთეკის პროცესების კოორდინაცია;
** მყიდველის ინდივიდუალური მოთხოვნების და გეგმარების ცვლილებების შეთანხმება შესაბამის გუნდებთან;
** კლიენტების ბაზისა და გაყიდვების მონაცემების მართვა;
** გაყიდვების ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; უძრავი ქონების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
** საოფისე პროგრამებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 2, 000 ₾ + შედეგებზე მიბმული ბონუსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მითითებულ საკონტაქტო ელექტრონულ მისამართზე: sandro.sokhashvili@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.