შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტი
რუმს ენდ რეზიდენს · თბილისი
კომპანია Rooms & Residences აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და პროდუქტის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია ახორციელებს სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, განათებისა და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო პროდუქციის იმპორტს. ვთანამშრომლობთ დეველოპერულ კომპანიებთან და ვემსახურებით საცხოვრებელ, კომერციულ, სასტუმრო და სხვა ტიპის პროექტებს — პროდუქციის შერჩევიდან მიწოდებასა და მონტაჟამდე.
ძირითადი მოვალეობები:
პროექტის მოთხოვნების გაცნობა და შესაბამისი პროდუქციის მოძიება;უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მიღება და ტექნიკური თუ კომერციული პირობების დაზუსტება;პროდუქციის შერჩევა ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;ადგილობრივ ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციის შესწავლა და ფასებისა და მახასიათებლების შედარება;მიღებული შეთავაზებების ანალიზი და კონკურენტუნარიანი წინადადებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამშენებლო-მოსაპირკეთებელი და ობიექტების აღჭურვისთვის საჭირო მასალებისა და მათთან დაკავშირებული კონსტრუქციების საბაზისო ცოდნა;ტექნიკური მახასიათებლების გაგების, პროდუქციის იდენტიფიცირებისა და შედარების უნარი;ინგლისური ენის ცოდნა მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისთვის;ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;შესყიდვების, იმპორტის ან უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@rnr.ge