← ყველა ვაკანსია

რკინის ნაკეთ. და კონსტრუქციების წარმ. და მონტაჟის მენეჯერი

Award

შპს "AWARD" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: "AWARD" წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს. სამუშაო პირობები: ** მუდმივი სამუშაო ადგილი: ფონიჭალა (კომპანიის ბაზა), სამუშაო არეალი - თბილისი; ** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00); ** ანაზღაურება: 3000 ლარი ხელზე; ** დამატებითი პირობა: კომპანიის ავტომობილი და საწვავი სამსახურებრივი გადაადგილებისთვის. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ბაზაზე და ობიექტზე სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება და ხელმძღვანელობა; ** ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი; ** თანამშრომლების ყოველდღიური აღრიცხვა; ** სამუშაოების საპროექტო ნახაზებთან, ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** სამუშაოების თანმიმდევრობის, ხარისხისა და ვადების კონტროლი; ** მასალების, მუშახელისა და ტექნიკის საჭიროების წინასწარ განსაზღვრა და დროული მოთხოვნა; ** მასალების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვა; ** შესრულებული მოცულობების აღრიცხვა, დაფარული სამუშაოების აქტებისა და შესრულების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ** საინჟინრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების კოორდინაცია კონსტრუქციულ და მოსაპირკეთებელ სამუშაოებთან; ** პროექტის ხელმძღვანელთან და ტექნიკურ ზედამხედველთან თანამშრომლობა, შეუსაბამობების დროული გამოვლენა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების შესრულება; ** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობა და ობიექტზე უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტებში მუშაობის გამოცდილება; ** საპროექტო ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვის წაკითხვა; ** Excel-ში მუშაობა და AutoCAD-ში ნახაზების წაკითხვისა და ზომების შემოწმების უნარი; ** გუნდის მართვის, პრობლემების დროულად გადაჭრისა და ანგარიშგების უნარი. თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სამუშაოთა მწარმოებელი - ფონიჭალა", რათა რეზიუმე განვასხვაოთ სხვა ანალოგიურ ვაკანსიებზე გამოგზავნილი რეზიუმეებისგან. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/11/2026. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →